NDI-ის კვლევა

NDI: ხალხისთვის მნიშვნელოვანი საკითხები: სამუშაო ადგილები, სიღარიბე, ფასების ზრდა

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი (NDI) 2016 წლის ნოემბერ-დეკემბერში ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგების პირველ ნაწილს აქვეყნებს. 

კითხვაზე, რომელი ეროვნული საკითხებია თქვენთვის და თქვენი ოჯახისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი, პასუხების ხუთეული ასე გამოიყურება: სამუშაო ადგილები, ფასების ზრდა/ინფლაცია, სიღარიბე, ტერიტორიული მთლიანობა და პენსიები.

აღსანიშნავია, რომ მოსახლეობისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხების ხუთეული 2009 წლის შემდეგ არ შეცვლილა.

კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 4 ნოემბერი - 4 დეკემბრის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით), 3141 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე. ცდომილების ზღვარია +/- 1.8%. NDI-ის კვლევებს აფინანსებს შვედეთის საერთაშორისო განვითარების და თანამშრომლობის სააგენტო (Sida) და ატარებს CRRC-საქართველო.

კომენტარები