ყინვამ და შტორმმა დასავლეთ ევროპის ქვეყნებს სერიოზული პრობლემები შეუქმნა. დასავლეთ ევროპაში მცხოვრებთა ნაწილი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი, პრობლემები შეექმნა რკინიგზას, დიდთოვლობის გამო გადაიდო ფრენები, ქარმა კი ხეებიც მოწყვიტა.
საფრანგეთში ელექტროენერგიის გარეშე 237 000-ზე მეტი საცხოვრებელი სახლი დარჩა. ქარის სიჩქარემ ნორმანდიასა და ჩრდილოეთ პარიზის რეგიონში 146 კმ/სთ-ს მიაღწია.
შტორმმა ეგონმა სამხრეთ გერმანიაც დააზარალა, სადაც სტიქიამ ელექტროენერგიის შეზღუდვა და საგზაო საცობები გამოიწვია.
სამაშველო სამსახურები საფრანგეთსა და გერმანიაში გუშინ მთელი ღამის განმავლობაში მუშაობდნენ.
დიდთოვლობა შეეხო ბელგიას, პოლონეთს და აღმოსავლეთ ევროპის ნაწილსაც - საბერძნეთს, რუმინეთსა და ბულგარეთს.
დიდთოვლობის გამო ფრანკფურტში, მაინის აეროპორტიდან, ავიაკომპანია Lufthansa-მ 125 ფრენა გააუქმა.