საზოგადოებრივი მაუწყებელი

ია ანთაძე საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის მრჩეველი იქნება

ია ანთაძე
GDS

ია ანთაძე საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის მრჩეველი იქნება. ანთაძის თქმით, ის მუშაობას რამდენიმე დღეში დაიწყებს.

ია ანთაძე 2016 წლის დეკემბრამდე GDS-ის გადაცემა 59 წამის პროდიუსერი იყო. ამავე არხზე გადაცემა 2030-ის მთავარი პროდიუსერი იყო საზოგადოებრივი მაუწყებლის ახლად არჩეული გენერალური დირექტორი ვასილ მაღლაფერიძე, რომელმაც ანთაძეს მრჩევლობა შესთავაზა.

ამასთან, ანთაძე არის სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტის დამფუძნებელი და გამგეობის თავმჯდომარე. ის ასევე არის ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის დამფუძნებელი და წლების განმავლობაში მუშაობდა რადიო თავისუფლებაში.

ვასილ მაღლაფერიძე საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალურ დირექტორად 6 იანვარს აირჩიეს

კომენტარები