საგარეო ვაჭრობა

გახარია: ბანალურად რომ ვთქვათ, გვაქვს ძალიან ცუდი სავაჭრო ბალანსი

გიორგი გახარია
ტაბულა

"ბანალურად რომ ვთქვათ, ჩვენ გვაქვს ძალიან ცუდი სავაჭრო ბალანსი, რომელიც გვერგო მემკვიდრეობით, და ამ სავაჭრო ბალანსის გასწორება ერთ დღეში და ერთ წელიდადში შეუძლებელია", - ამბობს ეკონომიკის მინისტრი გიორგი გახარია.

საქსტატის მონაცემებით, 2016 წლის თერთმეტი თვის მანძილზე საქართველოს რეალურმა იმპორტმა (C ჰეპატიტის მედიკამენტების გარეშე) $6.5 მილიარდი შეადგინა, რაც 2015 წელთან შედარებით 1%-ით ნაკლები იყო. ექსპორტი კი $1.9 მილიარდი იყო, რაც 2015 წელთან შედარებით 5%-ით ნაკლებია. საქსტატის მონაცემებით, გასულ წელს ნეგატიურმა სავაჭრო სალდომ 65% შეადგინა.

ეკონომიკის მინისტრის თქმით, მთავრობის ოთხპუნქტიანი გეგმა სწორედ სავაჭრო ბალანსის გასწორებისკენაა მიმართული.

"კიდევ ერთხელ ხაზგასმით ვიმეორებ, რომ ოთხპუნქტიანი გეგმის ძირითადი მიზანი არის, რომ მივაღწიოთ სწრაფ ეკონომიკურ ზრდას, გავასწოროთ ჩვენი სავაჭრო ბალანსი და შევქმნათ ისეთი ბიზნესგარემო, რომელიც ინვესტიციების მოზიდვის ნაწილში იქნება კიდევ უფრო პროგრესული", - ამბობს გახარია.

კომენტარები