გიგი უგულავას საქმე

ბოკერია: გავაგრძელებთ მუშაობას, რომ არცერთი პოლიტმატიმარი ციხეში აღარ იჯდეს

პირველ რიგში, მინდა, მივულოცო მის ოჯახს, მის მეგობრებს, მის პოლიტიკურ თანამებრძოლებს, საღი აზრისა და სინდისის მქონე ყველა მოქალაქეს. ჩემი მეგობარი, ჩემი თანამებრძოლი და პოლიტიკური პატიმარი, გიგი უგულავა, დღეს გათავისუფლდება. ეს ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენაა. სხვა პოლიტპატიმრები ციხეში რჩებიან და ჩვენ გავაგრძელებთ მუშაობას იმისთვის, რომ არცერთი პოლიტმატიმარი საქართველოში ციხეში აღარ იჯდეს. ჩვენი ამოცანაა ივანიშვილის რეჟიმის მშვიდობიანი დემოკრატიით შეცვლა და ამ საქმეში გიგი უგულავას გამოსვლა ძალიან მნიშვნელოვანია ნაბიჯია და ჩვენს მთავარ ამოცანას დაუბრუნდება გიგი, რაც არის საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებაში მოღვაწეობა. 

ყველა ვხედავდით, რომ გიგი უგულავას საქმესთან დაკავშირებით, განსაკუთრებული საერთაშორისო ყურადღება და ზეწოლა იყო. საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება იყო, რომ [უგულავას] უფლებები იყო დარღვეული და ამ ყველაფრის შედეგია მისი გათავისუფლება. სწორედ იმავე მეთოდებით უნდა გავაგრძელოთ ბრძოლა ყველა სხვა პოლიტმატიმრის გამო.

ენმ-ის დეპუტატი, გიგა ბოკერია, გიგი უგულავას გათავისუფლების შესახებ

კომენტარები