გაზპრომთან მოლაპარაკებები

კალაძე: Gazprom-თან ორჯერ გვქონდა შეხვედრა, მაგრამ შეთანხმებას ვერ მივაღწიეთ

ტაბულა

"ორჯერ შედგა შეხვედრა, მაგრამ ვერანაირ შეთანხმებას ვერ მივაღწიეთ", - ამბობს ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე გაზპრომთან გამართული შეხვედრების შესახებ. უკვე მეექვსე დღეა, საქართველო მაგისტრალური გაზსადენიდან გატარებული ბუნებრივი აირის 10%-ს ყოველგვარი იურიდიული სტატუსის გარეშე იღებს, რადგანაც წინა კონტრაქტს ვადა 31 დეკემბერს გაუვიდა.

კალაძის თქმით, ქართული მხარე იმ შემთხვევაში შეიძლება დათანხმდეს რუსეთის შემოთავაზებას, თუ - "ამ შემთხვევაში ქვეყანამ იგივე სარგებელი უნდა მიიღოს, რაც ნედლეულის სახით მიღებული ბუნებრივი აირის დროს".

რუსული ენერგოგიგანტი გაზპრომი გასულ წელს საქართველოს მაგისტრალური გაზსადენის მეშვეობით, სომხეთის მიმართულებით ბუნებრივი აირის ტრანზიტის პირობების შეცვლას სთავაზობდა. გარიგების შედეგადაც საქართველოში გატარებული ბუნებრივი აირის 10%-ის უსასყიდლოდ მიღების ნაცვლად, რუსული მხარე მას გარკვეულ ფინანსურ რესურსს მიაწვდიდა, ამ თანხით კი საქართველო რუსულ გაზს იყიდდა.

მოლაპარაკებათა მსვლელობა 2016 წლის მარტში შეიცვალა, როდესაც აზერბაიჯანის სახელმწიფო ენერგოკომპანია სოკარის პრეზიდენტმა და კახა კალაძემ საქართველოსთვის აზერბაიჯანული გაზის მოწოდების გაზრდის შესახებ კონტრაქტს ხელი მოაწერეს.

კომენტარები