კალათბურთი

All Star–ის შუალედური შედეგებით, ზაზა ფაჩულია მეორე ადგილზეა

ზაზა ფაჩულია
San Francisco Chronicle

საქართველოს ეროვნული საკალათბურთო ნაკრების წევრი და Golden State Warriors-ის კალათბურთელი ზაზა ფაჩულია, All Star-ის გამოკითხვის პირველი შუალედური შედეგებით, მეორე ადგილზეა.

ფაჩულიამ დასავლეთ კონფერენციის მაღლებში 439 675 ხმა დააგროვა და მეორე ადგილი დაიკავა. პირველზე მისივე თანაგუნდელი კევინ დურანტი (541 209 ხმა) გავიდა.

ზაზა ფაჩულიას ჩამორჩებიან კავაი ლეონარდი (341 240), ენტონი დევისი (318 144) და სხვები.

გასული წლისგან განსხვავებით, ამჯერად "ყველა ვარსკვლავის" მატჩისთვის მოთამაშეებს გულშემატკივრების(50%) გარდა, კალათბურთელები(25%) და მედიის წარმომადგენლებიც(25%) აირჩევენ.

All Star 19 თებერვალს ნიუ ორლეანში გაიმართება. 

კომენტარები