რესპუბლიკელი სენატორები ჯონ მაკკეინი და ლინდსი გრემი საქართველოში ჩამოვლენ

Getty Images

აშშ-ის რესპუბლიკელი სენატორები და აშშ-ის შეირაღებული ძალების კომიტეტის ორი წევრი, ჯონ მაკკეინი და ლინდსი გრემი საქართველოში ჩამოვლენ.

სენატორები თავდაპირველად, 30 და 31 დეკემბერს უკრაინას ეწვევიან, შემდეგ კი საქართველოს, ლატვიას, ლიტვასა და მონტენეგროსაც.

მაკკეინისა და გრემის ვიზიტის მიზანი პარტნიორი ქვეყნების იმაში დარწმუნებაა, რომ ვაშინგტონი რუსეთის აგრესიას წინ აღუდგება.

მაშინ, როდესაც პოლიტიკოსები და ანალიტიკოსები ტრამპისგან მორიგი ჩავარდნილი "გადატვირთვის" პოლიტიკის მოლოდინში არიან, კონგრესში ამის თავიდან აცილებას ეცდებიან - მაკკეინსა და გრემს შესაბამისი გეგმაც აქვთ შემუშავებული.

აღსანიშნავია, რომ მაკკეინმა გუშინ, ესტონეთის დედაქალაქ ტალინში, კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ ტრამპის პრეზიდენტობით ამერიკისა და NATO-ს ურთიერთობა არ შეიცვლება. მისი თქმით, NATO მზად უნდა იყოს რუსეთის შესაძლო აგრესიული ქმედებებისთვის.

კომენტარები