ლარის გაუფასურება

ჯანელიძე: ლარის ეს კურსი უზრუნველყოფს ქართული ეკონომიკის კონკურენტუნარიანობას

ჩვენ, რა თქმა უნდა, მაქსიმალურად უნდა შევეცადოთ, რომ დოლარზე დამოკიდებულება იყოს ნაკლები, ლარი იყოს უფრო მეტად გამოყენებადი. ამ მიმართულებით საქართველოს მთავრობა ახორციელებს შესაბამის პოლიტიკას. დღეს ლარის აღნიშნული კურსი, რა თქმა უნდა, ძალიან რთული და მძიმეა იმ მოსახლეობისთვის, რომლებსაც დოლარში აქვთ ვალდებულებები, მაგრამ ამასთანავე, ლარის ეს კურსი უზრუნველყოფს ქართული ეკონომიკის კონკურენტუნარიანობას გამომდინარე იმ ზუსტად ტენდენციებიდან, რომელზეც მე ვისაუბრე [რომ ლარი აბსოლუტურად მიყვება იმ ტენდენციას, რომელიც სხვა ვალუტებთან მიმართებაშიც გააჩნია დოლარს]. ჩვენი ყველა ნაბიჯი, ყველა ის გეგმა, რომელიც ორიენტირებულია სწრაფ ეკონომიკურ ზრდაზე და სწრაფ განვითარებაზე, უზრუნველყოფს ლარის კონკურენტუნარიანობასაც.

საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე პალიტრა ნიუსის გადაცემა ”360 გრადუსში”.

კომენტარები