საფონდო ბირჟა

ქართული კომპანიებიდან ლონდონის ბირჟაზე ყველაზე დიდი მოცულობით BGEO-ს აქციები გაიყიდა

Reuters

ლონდონის საფონდო ბირჟაზე რამდენიმე ქართული კომპანიის აქციები ივაჭრება. ესენია საქართველოს ბანკის ჯგუფი (BGEO), თიბისი ბანკის ჯგუფი (TBCG LN) და საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფი (GHG LN). Galt&Taggart-ის მიმოხილვის მიხედვით, გასული კვირის მანძილზე ამ კომპანიებიდან, ყველაზე აქტიურად BGEO ჯგუფის აქციები ივაჭრებოდა, პერიოდის მანძილზე კომპანიის 471 ათასზე მეტი აქცია გაიყიდა.

BGEO ჯგუფის (BGEO LN) აქციები დაიხურა 29.59 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (GBP), -5.55% წინა კვირასთან შედარებით და -4.18% გასულ თვესთან შედარებით. ვაჭრობის მოცულობამ 471 ათას აქციაზე მეტი შეადგინა, GBP 29.54 – 31.45 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში, საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 106 ათასი აქცია შეადგინა, რაც გასული თვის მონაცემზე მეტია. FTSE 250 ინდექსმა, რომელშიც BGEO შედის, წინა კვირასთან მოიმატა 0.70%-ით, ხოლო წინა თვესთან მოიმატა 1.63%-ით. ნავაჭრი აქციების მოცულობამ კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაციის 1.19% შეადგინა. საბაზრო კაპიტალიზაცია - $1.5 მილიარდი. 

თიბისი ბანკის ჯგუფის (TBCG LN) აქციები დაიხურა 14.69 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (-4.86% წინა კვირასთან შედარებით და +11.88% წინა თვესთან შედარებით). ვაჭრობის მოცულობამ 675 ათასს გადააჭარბა, GBP 14.45 – 15.63 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში, საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 216 ათასი აქცია შეადგინა. საბაზრო კაპიტალიზაცია - $876 მილიონი.

საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფის (GHG LN) აქციები დაიხურა 3.55 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (-4.96% წინა კვირასთან შედარებით და -1.53% წინა თვესთან შედარებით). ვაჭრობის მოცულობამ 75 ათას აქციაზე მეტი შეადგინა, GBP 3.50 – 3.80 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 13 ათასი აქცია შეადგინა. მოცემულ კვირაში ნავაჭრი აქციების მოცულობამ კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაციის 0.06% შეადგინა. საბაზრო კაპიტალიზაცია - $598 მილიონი.

კომენტარები