პრობლემა წარმოიქმნება მაშინ, როდესაც სხვა აზრის გამო, პარტია, პარტიის ლიდერი გაბრალებს ტყუილს, გესხმის თავს, გაყენებს შეურაცხყოფას და ამბობს, რომ გაგრიცხავს პარტიიდან ან გეუბნება, რომ ყოფილი თანაგუნდელი ხარ ან გარიგებაში გადანაშაულებს და ა.შ. როდესაც ამომრჩევლები ბრაზდებიან შენზე, პრობლემა არ არის. პირველი ტალღა ამომრჩევლების გაბრაზება იყო - რატომ შეხვედით პარლამენტში, ან რატომ გინდათ ახალი თავმჯდომარის არჩევა. ეს ნორმალურია, ჩვენ გვაქვს ვალდებულება, რომ მათ მოვუსმინოთ, მოვუთმინოთ და ავუხსნათ. ამ კამათის რაღაც მომენტში დაიწყო ჩვენი თანაგუნდელების მხრიდან, ვგულისხმობ ჩიორა თაქთაქიშვილს თუ ნუგზარ წიკლაურს და მიხეილ სააკაშვილს, დაიწყო პირდაპირი ბრალდებები. გარიგებაში ბრალდებაც კი, რაც მიხეილ სააკაშვილმა გააკეთა. გამოდის, რომ დემოკრატიულ პროცესს კი არ ვავითარებთ, არამედ, თუ შენ მე არ მეთანხმები, თუ მიშა როგორც იტყვის, ისე არ იზამ, მაშინ შენ ხარ ნული ან ამ პარტიაში საერთოდ არ უნდა იყო. აი, ეს არის პრობლემა.
tbl.ge/23d6
დაკოპირდა

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის დეპუტატი ელენე ხოშტარია ტელეკომპანია პირველის ეთერში.
ამავე თემაზე
- ოპოზიციურ გაერთიანებაში სააკაშვილი ითამაშებს უმთავრეს როლს - ცისკარიშვილი მელიას
- ენმ: წულუკიანის ღალატის კომისიის დასკვნას რუსეთი გამოიყენებს
- ხაბეიშვილი ზურაბიშვილზე: უნდა ვუთხრათ სალომეს, რომ ცოტა აზრზე მოვიდეს
- ხაბეიშვილი: ზურაბიშვილი არც აქტუალურია ჩემთვის, არც საინტერესო – აღარ არის პრეზიდენტი
- მელია: პარტიაში, როგორც შპს-ში, მენეჯერების დანიშვნა და მერე გადანიშვნა რუსული ყაიდაა




