საქართველოს პრემიერი

პრემიერი: სავსე ვარ ოპტიმიზმით, 2017 წელი იქნება ძალიან მაგარი წელი

არ არის მარტივი პერიოდი, მაგრამ ერთი რამ მინდა, იცოდეთ - 2017 წელი იქნება ძალიან მაგარი წელი. ეს იქნება ძალიან მაგარი წელი კერძო სექტორისთვის, თითოეული ჩვენი მაცხოვრებლისთვის. ეს იქნება ძალიან ბევრი ინვესტიცია, თითოეული ბიზნესმენის უფლება იქნება ძალიან მაღალ დონეზე დაცული და მე ვარ აბსოლუტურად სავსე ენთუზიაზმით, ოპტიმიზმით და დარწმუნებული ვარ, რომ ის, რასაც ახლა ჩვენ ვაკეთებთ, იქნება კიდევ უფრო დიდი მომავლის ძალიან მნიშვნელოვანი საფუძველი.

პრემიერმინისტრი გიორგი კვირიკაშვილი გუდაურში, ახალი საბაგირო გზის გახსნისას.

კომენტარები