საქართველოს პრემიერი

პრემიერი: ჩვენი მიზანია, ვიცხოვროთ ქვეყანაში, სადაც აღარ იქნებიან ჯალათები

ჩვენი მიზანია, ვიცხოვროთ ისეთ ქვეყანაში, სადაც აღარ იქნებიან ჯალათები და მსხვერპლი. ამიტომ, ეს რომ აღარ განმეორდეს, მნიშვნელოვანია არა მარტო მოვლენებისთვის თავისი სახელის დარქმევა, არამედ მათი სამართლებრივი შეფასება, გაანალიზება და მიზეზების დადგენა... მიუხედავად იმისა, რომ თითქოს ჩვენ ეს ყველაფერი ვიცოდით, მაინც ყველა ჩვენგანისთვის ძნელი წარმოსადგენია, რომ ეს საშინელება შენს სამშობლოში, შენ გვერდით ხდებოდა - სასტიკი და არაადამიანური მოპყრობა, შანტაჟი და შეურაცხყოფა, ღირსების შელახვა, ქონების წართმევა, მკვლელობები. და ამის მომსწრე გავხდით ქვეყანაში, რომლის ხელისუფლებაც ოფიციალურად დეკლარირებდა ევროპულ კურსს... ეს არის ათასობით საქმე, რომლის გამოც ბევრი პირი უკვე მიცემულია პასუხისგებაში, მრავალი საქმე სასამართლოშია გადაცემული, არის საქმეები, რომელთა გამოძიება ჯერ კიდევ არ დასრულებულა. დარწმუნებული ვარ, რომ დამნაშავეები პასუხს აგებენ კანონის სრული სიმკაცრით.

საქართველოს პრემიერმინისტრი გიორგი კვირიკაშვილი პარლამენტის ადამიანის უფლებათა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტთან არსებული სამუშაო ჯგუფის შემაჯამებელი ანგარიშის პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას.

კომენტარები