საქართველოს პრემიერი

ფანჯიკიძე: პრეზიდენტი თურქეთში წელს უკვე იყო და ახლა პრემიერი მიდის

facebook.com/maiapanjikidzeofficial

თურქეთის პრეზიდენტის ინაუგურაციას საქართველოს პრემიერი დაესწრება. საგარეო საქმეთა მინისტრის მაია ფანჯიკიძის განმარტებით, ინაუგურაციაზე ირაკლი ღარიბაშვილი იმიტომ მიდის, რომ პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი წელს უკვე იმყოფებოდა თურქეთში ოფიციალური ვიზიტით. 

"იმის გამო, რომ თურქეთის და საქართველოს პრეზიდენტების ვიზიტების გაცვლა წელს უკვე მოხდა, მოგეხსენებათ, ბატონი გიორგი მარგველაშვილი ბრძანდებოდა თურქეთში და თურქეთის პრეზიდენტი აბდულ გიულიც ბრძანდებდა საქართველოში, ამიტომ თურქეთის პრეზიდენტის ინაუგურაციაზე მიემგზავრება და თურქეთის მხრიდან მოლოდინი იყო, რომ ჩავიდოდა პრემიერი, რადგან ირაკლი ღარიბაშვილი არ ყოფილა თურქეთში იმ პერიოდში, რაც ის საქართველოს პრემიერმინისტრია", - განაცხადა მაია ფანჯიკიძემ.

კომენტარები