საქართველოს პრემიერი

პრემიერი: წინა მთავრობის დროს არ ყოფილა რეგიონების მიმართ ასეთი ყურადღება

დღეს აქ ვართ, რათა უფრო ეფექტურად გადავდგათ ნაბიჯები რეგიონების განვითარების მიმართულებით. ჩვენი მთავრობის მხრიდან ძალიან დიდი ყურადღება ეთმობა რეგიონების განვითარებას. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ წინა მთავრობის დროს, 8-10 წლის განმავლობაში არ ყოფილა ასეთი ყურადღება. ამ ორი წლის განმავლობაში რაც განვახორციელეთ რეგიონში, არის მართლაც შთამბეჭდავი, მაგრამ ეს არ არის საკმარისი. ძალიან კარგად მესმის და ვიცი რეგიონში არსებული პრობლემატიკა. არის უამრავი რესურსი, პოტენციალი, რომელსაც სამწუხაროდ ჩვენ ვერ ვიყენებთ. ამ რესურსებს სჭირდება ერთობლივი ძალისხმევით ათვისება. რა თქმა უნდა, საჭიროა, რომ მთავრობა უფრო ინტენსიურად იყოს ჩართული რეგიონის პრობლემების მოგვარებაში.

განაცხადა საქართველოს პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მარნეულში, პროექტის "ძლიერი რეგიონი – ძლიერი საქართველოსთვის" პრეზენტაციაზე.

კომენტარები