საქართველოს პრემიერი

პრემიერი: მერაბიშვილისნაირი კრიმინალები ვერ დაბრუნდებიან ჩვენს მთავრობაში

საქართველოს პრემიერმინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, "ვანო მერაბიშვილისნაირი კრიმინალი მინისტრები ჩვენს მთავრობაში ვერასოდეს ვერ დაბრუნდებიან". ამის შესახებ პრემიერმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დეპუტატ ანი მიროტაძის შეკითხვის საპასუხოდ თქვა. მიროტაძემ ირაკლი ღარიბაშვილს პირობის დადება სთხოვა, რომ "საქართველოში აღარასოდეს იქნებიან ისეთი მინისტრები, რომლებიც გვამებს ითხოვდნენ და ამაში არიგებდნენ პრემიას. მინისტრები, რომლებიც სპეცოპერაციებს აწყობდნენ, ხალხს კლავდნენ და ამაში იღებდნენ პრემიებს. გვაძლევთ თუ არა პირობას, რომ არასოდეს დაბრუნდება საქართველო ამ ვითარებაში".

პრემიერის განცხადებით, ქართული ოცნების ახალი ხელისუფლების პირობებში ვერცერთი "ნაციონალი" ვერ შეძლებს მთავრობაში დაბრუნებას. 

"მე გიდასტურებთ, ვანო მერაბიშვილისნაირი კრიმინალი მინისტრები და მათი წინა ხელისუფლების წარმომადგენლები ვერასოდეს ვეღარ დაბრუნდებიან ჩვენს მთავრობაში და ჩვენს ხელისუფლებაში. მანამ სანამ ჩვენ ვართ ქვეყნის სათავეში. ვერასოდეს ვერ დაბრუნდება ნაციონალურ მოძრაობის ვერცერთი წარმომადგენელი. ხალხმა გადაწყვეტილება მიიღო 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებში, 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში და 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში, მაშინ, როცა თქვენ დამარცხდით ადგილობრივ არჩევნებში, ყველა რაიონში, ყველა ქალაქში და ყველა სოფელში", - განაცხადა პრემიერმა. 

კომენტარები