ერთიანი ნაციონალური მოძრაობა

თარხნიშვილი: პარტიაში შექმნეს 6-კაციანი ყრილობის კომისია, რომელიც არავის ემორჩილება

ტაბულა

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრის, ლევან თარხნიშვილის ინფორმაციით, პარტიის ყრილობასთან დაკავშირებულ საკითხებს არა პოლიტსაბჭო, არამედ 6-კაციანი კომისია გადაწყვეტს, რომელმაც თავი თავად შეიქმნა და არავის ემორჩილება. 

თარხნიშვილის თქმით, კომისიაში შედიან ეკა ხერხეულიძე, ნუგზარ წიკლაური, ნინო კალანდაძე, პეტრე ცისკარიშვილი, ზურაბ მელიქიშვილი და დავით კირკიტაძე.

"24 წლის და ცოტა მეტი ხნის წინ. დღეს იგივე ვითარებაა ენმ. თანამედროვე გეკაჩეპე - წიკლაური, ხერხეულიძე, კალანდაძე, ცისკარიშვილი, მელიქიშვილი და კირკიტაძე. ყრილობის საორგანიზაციო კომისია, რომელმაც თავისი თავი დაასახელა, არავის ემორჩილება და თვითონ იღებს ყრილობის შესახებ ყველა გადაწყვეტილებას. ამ დროს, წესდების თანახმად, ეს ყოველივე პოლიტიკურ საბჭოს ევალება. აი, ასე ჭეშმარიტად "გახსნილად და დემოკრატიულად" დამთავრდა ესე საგა "კაბინეტური მმართველობის წინააღმდეგ" ბრძოლისა. ჭირი იქა ლხინი აქა, ქატო იქა ნაცარი აქა", - წერს თარხნიშვილი ფეისბუქზე.

კომენტარები