სასამართლომ მაია და გურამ რჩეულიშვილები პატიმრობაში დატოვა

fortuna.ge

სასამართლომ ცენტრ პოინტის დამფუძნებლები მაია და გუკა რჩეულიშვილები პატიმრობაში დატოვა. მოსამართლემ არ დააკმაყოფილა დაცვის მხარის შუამდგომლობა აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობის გირაოთი შეცვლასთან დაკავშირებით. ადვოკატები გურამ რჩეულიშვილის 150-ათასლარიანი გირაოს სანაცვლოდ, მაია რჩეულიშვილის კი, 50-ათასლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას ითხოვდნენ.

მაია რჩეულიშვილის ადვოკატი მისი დაცვის ქვეშ მყოფის გათავისუფლებას ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო ითხოვდა. დაცვის მხარის განმარტებით, რჩეულიშვილის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა. ცენტრ პოინტის დამფუძნებელი ჩაფიძის კლინიკაში იმყოფება.

„ყველა გამოკვლევა ცალსახად ადასტურებს, რომ მაია რჩეულიშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა არის მძიმე. მისი სასჯელაღსრულების დაწესებულებაში დაბრუნება და იმ პატარა საკანში მოთავსება, რომელიც არც ნიავდება და არანაირი პირობები არ არის, ბუნებრივია, მის ჯანმრთელობის მდგომარეობას ბევრად უფრო გააუარესებს. თუ სასამართლო და პროკურატურა იქნება გონივრული, ვფიქრობ, ეს საკითხი უნდა გადაწყდეს და უფრო მსუბუქი აღკვეთის ღონისძიება უნდა შეეფარდოს“, - აცხადებს ადვოკატი მარინა ცუცქირიძე.

გურამ და მაია რჩეულიშვილებს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა 6 თვის წინ შეუფარდა. მათ მითვისება/გაფლანგვას ედავებიან.

კომენტარები