ერთიანი ნაციონალური მოძრაობა

ხოშტარია: მიხეილ სააკაშვილი გადასულია თანაგუნდელების შეურაცხყოფაზე

helenkhoshtaria.fb.com

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის დეპუტატი ელენე ხოშტარია მიხეილ სააკაშვილის მიმართვას პასუხობს. როგორც ხოშტარიამ ტაბულას უთხრა, "სააკაშვილი გადასულია თანაგუნდელების შეურაცხყოფაზე, რაც ქვეყანას აზიანებს".

"გამიჭირდება უშუალოდ მისი ბრალდებების კომენტირება იმიტომ, რომ ძალიან სამწუხაროა, რომ მიხეილ სააკაშვილი გადასულია თავისი თანაგუნდელების შეურაცხყოფაზე, რაც თავისთავად არყევს და აზიანებს პარტიას და რაც მთავარია, ჩვენ მთავარ ამოცანას, რომ გავძლიერდეთ და შევძლოთ ამ ხელისუფლების შეცვლა. პრობლემა ისაა, რომ ჩვენ გვაქვს ფუნდამენტურად განსხვავებული ხედვა იმის შესახებ, თუ როგორ უნდა განვითარდეს პარტია. ჩვენი აზრით, იმისთვის, რომ დავამარცხოთ ბიძინა ივანიშვილი, უნდა წავიდეთ წინ, როგორც პარიტია. ეს გულისხმობს იმას, რომ პარტიაში უნდა იყვნენ ახალი ადამიანები, ახალი თავმჯდომარეები, ჩვენ უნდა ვიყოთ ერთიანი გუნდი, რომელიც სიახლეს შესთავაზებს საზოგადოებას", - თქვა ენმ-ის დეპუტატმა.

ხოშტარიამ ტაბულას უთხრა, რომ მიხეილ სააკაშვილმა პარტიის განვითარების გეგმა საწყენად აღიქვა, რამაც გამოიწყვია მისი მხრიდან შეურაცხყოფა.

"ხაზგასმით მინდა ვთქვა, რომ არცერთ ეტაპზე, როდესაც განსხვავებული აზრი გვქონდა, არასდროს, პარტიის არცერთ წევრს, მიხეილ სააკაშვილისთვის შეურაცხყოფა არ მიუყენებია, არავის არ უთქვაამს, რომ ის სადმე უნდა გაიწიოს, არავის არ უთქვამს, რომ ვინმე ვინმეს ემიჯნება. ეს არის ჩვენი გუნდის ხედვა, რომ პარტიას უნდა ჰყავდეს ახალი ლიდერები, ახალი თავმჯდომარეები, რაც აბსოლუტურად არ აკნინებს მიხეილ სააკაშვილის როლს. პარტიის განვითარების ეს ხედვა, სამწუხაროდ, მიხეილ სააკაშვილმა აღიქვა საწყენად და ამან გამოიწვია მისი მხრიდან ძალიან სამწუხარო ბრალდებები, შეურაცხყოფები, რომლის კომენტირებაც კი მიჭირს. საბოლოო ჯამში, ეს აზარალებს მიხეილ სააკაშვილსაც, ჩევნც, მთელ პარტიას და რაც მთავარია, ქვეყანას იმიტომ, რომ ჩვენ, როგოც ერთიანი ძლერი ძალა, რომელსაც ბიძინა ივანიშვილის მთავრობის შეცვლა შეუძლია, ასეთი ლანძღვის პირობებში ჩვენს ამოცანას ვერ მივაღწევთ", - თქვა ხოშტარიამ ტაბულასთან საუბარში.

მიხეილ სააკაშვილმა ზუგდიდის აქტივთან მიმართვისას ენმ-ში გარიგებებზე ისაუბრა და თქვა, რომ "სააკაშვილი უნდა გაემიჯნოს პარტიას"- ბიძინა ივანიშვილის თამაშის წესებია.

სააკაშვილმა ასევე თქვა, რომ "ჯოგი" ჩვენს თავზე არ მიგვიღია, პეროიანებმა თუ მიიღეს რაღაც თავის თავზე, ეს მათი პრობლემაა. კონფორმისტებს და იმ ხალხს, ვინც ყოველთვის თავის პირად კეთილდღეობას დააყენებს საერთო ინტერესებზე მაღლა, ნაციონალურ მოძრაობაში არაფერი ესაქმება.

კომენტარები