თიბისი ბანკი

თიბისი ბანკის ხელმძღვანელებმა საკუთარი აქციები გაყიდეს

eugbc.net

TBC ბანკის ჯგუფის ხელმძღვანელმა პირებმა ლონდონის საფონდო ბირჟაზე თავიანთი აქციები გაყიდეს, ამის შესახებ ინფორმაციას თავად ბანკი აქვეყნებს. გაყიდული აქციების ღირებულებამ ჯამში ₤1.8 მილიონი შეადგინა.

ვახტანგ ბუცხრიკიძე: თიბისი ბანკის პრეზიდენტმა ბირჟაზე 56 158 აქცია გაყიდა, რომლის საერთო ღირებულებაც ₤839.5 ათასია.

გიორგი შაგიძე: 17 877 აქცია, ჯამში ₤267.1 ათასის ღირებულების.

ვანო ბალიაშვილი: 11 237 აქცია, ₤167.9 ათასის ღირებულების.

ნინო მასურაშვილი: 7 662 აქცია, ₤114.5 ათასის ღირებულების.

ლონდონის საფონდო ბირჟაზე თიბისის საბაზრო კაპიტალიზაცია $1 მილიარდია, შესაბამისად, გაყიდული აქციების წილი მთლიან აქტივებში მცირეა.

გარიგებები 12-13 დეკემბერს განხორციელდა. 

5-12 დეკემბრის პერიოდში თიბისი ბანკის აქციები, ჯამში ₤8 მილიონამდე, საერთაშორისო საფინანსო კორპორაციამაც (IFC) გაყიდა. IFC-ის პორტფელი 2.098 მლნ-დან 1.538 მლნ აქციამდეა შემცირებული. საერთაშორისო საფინანსო კორპორაცია თიბისი ბანკის მთლიანი აქციების 4%-ს ფლობდა, გასხვისების შემდეგ მას მხოლოდ აქციების 2.9% ეკუთვნის.

კომენტარები