ქუთაისის აეროპორტში უამინდობის გამო საჰაერო მიმოსვლა შეჩერებულია

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში დიდთოვლობის გამო შეჩერებულია საჰაერო მიმოსვლა. ინფორმაციას აეროპორტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

"შეფერხება შეეხო ბუდაპეშტის, ვარშავის, კიევის და სალონიკის ავიარეისების შესრულებას. მგზავრები გადაყვანილნი არიან აეროპორტის ტერმინალის შენობაში. 
ველოდებით ამინდის გაუმჯობესებას. განახლებულ ინფორმაციას შეიტყობთ ჩვენი გვერდის მეშვეობით", - ნათქვამია განცხადებაში.

მეტი ინფორმაციისთვის დაუკავშირდით აეროპორტს ცხელ ხაზზე: 0341 23 70 00.

კომენტარები