ლარის გაუფასურება

გურანდა გაბუნია: დოლარმა აიწია, მერე ჩვენ რა შუაში ვართ?

წადით თეატრში და გაიგეთ, რამდენი მაქვს ხელფასი და ყველაფერს გაიგებთ, როგორ ვცხოვრობ, როგორ ვარ, არტისტები როგორ ცხოვრობენ. მაღაზიაში შევედი, წამლები ვიყიდე, იმავე ფასში ვიყიდე წამლები. ჩემთვის კი ვიფიქრე, სულ იძახიან, რომ რაღაც გაძვირდა... აბა, გაძვირების გარეშე არაფერი არ ხდება ქვეყანაში, ნებისმიერ ქვეყანაში. ჩვენ რა დავაშავეთ ასეთი, რომ უნდა ვუყუროთ, ამერიკაში როგორ იქნება დოლარი, რომ ჩვენ როგორ ვიქნებით მერე. რატომ არის ასეთი მდგომარეობა? გამაგებინეთ, ვერ ვხვდები. დოლარმა აიწია, ვთქვათ, მერე ჩვენ რა შუაში ვართ?

გურანდა გაბუნია ტელეკომპანია იბერიას გადაცემაში პრიორიტეტები.

კომენტარები