ძალადობა

ტელეწამყვან გიორგი გასვიანის საქმის მოკვლევა გენერალურმა ინსპექციამ დაიწყო

ტელეკომპანია იბერიას წამყვან გიორგი გასვიანის საქმის მოკვლევა გენერალურმა ინსპექციამ დაიწყო - ამის შესახებ ტაბულას შინაგან საქმეთა სამინისტროში უთხრეს.

გასვიანი სამართალდამცველებს ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფაში ადანაშაულებს. მას დაახლოებით სამი საათის განმავლობაში ბორჯომის პოლიციაში კითხავდნენ, ასევე საავადმყოფოში ჩაუტარდა პირველადი გამოკვლევები.

ტელეწამყვანის თქმით, მას გზაზე მანქანა მოუცურდა, რასაც არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი პოლიციელები შეესწრნენ. ჟურნალისტის მტკიცებით, ისინი მანქანის გაჩერების შემდეგ ფიზიკურად გაუსწორდნენ და იარაღით დაემუქრნენ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ძალადობას გულისხმობს.

კომენტარები