ყალბი ფულის გასაღება

საქართველოში, ყალბი 16 700 აშშ დოლარის გასაღებისთვის, სამი პირი დააკავეს

Reuters

სამართალდამცველებმა დიდი ოდენობით ყალბი აშშ დოლარის გასაღების ფაქტზე სამი პირი დააკავეს.

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ცნობით, ბრალდებულებმა, საქართველოს ტერიტორიაზე, სხვადასხვა სავაჭრო ობიექტებსა და ფიზიკურ პირებზე გაასაღეს ყალბი 16 700 აშშ დოლარი. ამოღებულია ყალბი აშშ დოლარის კუპიურები. 

საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 212-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით მიმდინარეობს, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით 7-დან 10 წლამდე.

კომენტარები