ძალადობა

ტელეწამყვანი გიორგი გასვიანი პოლიციელს ცემასა და იარაღით მუქარაში ადანაშაულებს

ტელეკომპანია იბერიას წამყვანი გიორგი გასვიანი სამართალდამცველებს ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფაში ადანაშაულებს. გასვიანს ორ საათზე მეტია, ბორჯომის პოლიციაში კითხავენ. მას საავადმყოფოში უკვე ჩაუტარდა პირველადი გამოკვლევები.

ტელეწამყვანის თქმით, მას გზაზე მანქანა მოუცურდა, რასაც არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი პოლიციელები შეესწრნენ. ჟურნალისტის მტკიცებით, ისინი მანქანის გაჩერების შემდეგ ფიზიკურად გაუსწორდნენ და იარაღით დაემუქრნენ.

ტელეწამყვანი ადამიანის უფლებათა დაცვის სემინარზე მიდიოდა. შემთხვევა სასტუმრო ბორჯომი კროუნ პლაზას მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა.

„ჯერ დამარტყა და შემდეგ იარაღი მომაბჯინა, სამნი გადმოვიდნენ, ეს იყო პოლიციელი. მეგონა, რომ სამივე პოლიციელი იყო, მაგრამ ახლა აღმოვაჩინე, რომ ორი მოქალაქე ყოფილა. მთვრალები იყვნენ, მითხრა კიდეც, რომ ნასვამი ვარ და პოლიციელი ვარ, დაგიჭერ. სიტყვიერი შეურაცხყოფები საშინელი. ვერ მივხვდი, რა ხდებოდა, მეგონა, რომ მე აბსოლუტურად დაუცველი ვიყავი, ერთი ზედმეტი სიტყვაც კი ვერც გავაპროტესტე. რომ ვუთხარი, რომ ჟურნალისტი ვარ და მივდივარ სასტუმროს ვეძებ, მომიტრიალდა ერთ-ერთი და მითხრა, რომ შენ ხვალ, ალბათ, ამბავს ატეხავ და დედას გიტირებთო და უარესად მირტყეს. გაშლილი ხელებით მირტყამდნენ თავში, ყბაში, მხარში, ძალიან მცემეს“, - განაცხადა გიორგი გასვიანმა.

კომენტარები