ელექტროენერგიის შეზღუდვა

15 დეკემბერს სამგორისა და საბურთალოს რაიონებს ელექტრომომარაგება შეეზღუდება

Creative commons

15 დეკემბერს სამგორისა და საბურთალოს რაიონების ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება - ამის შესახებ ინფორმაციას კომპანია თელასი ავრცელებს. თელასი ელექტრომომარაგების შეზღუდვის მიზეზად ავარიის პრევენციას ასახელებს.

სამგორის რაიონი

10-დან 13 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილის III მასივის I , VIII,  IX და X კვარტლების და შუამთის ქუჩის მაცხოვრებლებს.

საბურთალოს რაიონი

11:00-დან 12 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი დიღმის და დიდი დიღმის III მ/რ  მაცხოვრებლებს.

"კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება", - წერია განცხადებაში.

კომენტარები