ენერგეტიკა

სემეკმა ენგურჰესის გამომუშავებული დენის ტარიფი გაზარდა

flickr.com/photos/ebrd

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკმა) დღეს ენგურჰესისა და ვარდნილჰესების კასკადის მიერ გამომუშავებული ელექტროენერგიის ტარიფი გაზარდა.

დღევანდელი გადაწყვეტილების შედეგად, ენგურჰესის მიერ გამომუშავებული 1კვტ.სთ ელექტროენერგია 1.189-დან 1.496 თეთრამდე გაიზარდა. 

ამ ობიექტების მიერ წარმოებული ენერგიის ტარიფის ზრდა, სავარაუდოდ, ქვეყანაში სამომხმარებლო ტარიფის ზრდის მიზეზი შეიძლება გახდეს.

კომენტარები