მონეტარული პოლიტიკა

რა უნდა ვიცოდეთ ეროვნული ბანკის დღევანდელი გადაწყვეტილების შესახებ

კობა გვენეტაძე
ტაბულა

დღეს, 14 დეკემბერს, ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის სხდომა უნდა გაიმართოს. კომიტეტის გადაწყვეტილებაზე მრავალი რამ, მათ შორის ეკონომიკური ზრდა და ქვეყანაში არსებული ფასების დონეა დამოკიდებული. საქმე მონეტარული პოლიტიკის (რეფინანსირების განაკვეთის) დონეს ეხება. დღეს ეს განაკვეთი 6.5%-ზეა, თუმცა იმის გამო, რომ ნოემბერსა და ოქტომბერში საკმაოდ დაბალი ინფლაციის მაჩვენებლები (ოქტომბერი -0.2%, ნოემბერი 0.2%) იყო, ეროვნული ბანკი მას სავარაუდოდ შეამცირებს, რაც ქვეყანაში სესხების მოცულობის და ეკონომიკურ ზრდას ხელს შეუწყობს. 

ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის წინა სხდომა 26 ოქტომბერს გაიმართა, მაშინ სებ-მა მიიღო გადაწყვეტილება, რომ რეფინანსირების განაკვეთი უცვლელად დაეტოვებინა, ამავდროულად სებ-ის განცხადებაში ეწერა, რომ ეტაპობრივად, მომავალი ორი კვარტლის მანძილზე რეფინანსირების განაკვეთი 6%-მდე შემცირდებოდა. მაშინ სებ-მა აღნიშნა, რომ ბანკის მიერ განვლილი პერიოდის მანძილზე მონეტარული პოლიტიკის შერბილება ბაზარზე სრულად არ იყო ასახული.

ეროვნული ბანკის მიზანს ქვეყანაში ფასების სტაბილურობის შენარჩუნება წარმოადგენს. ბანკი სამიზნე ინფლაციის მაჩვენებელს ადგენს და ამ ინფლაციის მისაღწევად მონეტარული პოლიტიკის განაკვეთს ზრდის ან ამცირებს. 2016 წელს სამიზნე ინფლაცია 5%-ია, 2017 წლისთვის - 4%, ხოლო 2018 წლისთვის - 3%. 

ეროვნული ბანკის გადაწყვეტილება 14:00-ზე გახდება ცნობილი.

კომენტარები