ქურდობა

პოლიტკოვსკაიას ქუჩაზე ბავშვთა სადღესასწაულო ცენტრი გაძარცვეს

Getty Images

პოლიტკოვსკაიას ქუჩაზე ბავშვთა სადღესასწაულო ცენტრი გაძარცვეს. ცენტრის დირექტორის თქმით, წაღებულია დაახლოებით 6 000 ლარი და ტექნიკა.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში ტაბულას უთხრეს, გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლით, რაც ქურდობას გულისხმობს.

აღსანიშნავია, რომ ღამით ვაკეში, ბაზალეთის ქუჩაზე მდებარე საქართველოს ბანკის ექსპრეს ფილიალიც დააყაჩაღეს.

კომენტარები