14 დეკემბერს, ელექტრომომარაგება საბურთალოს რაიონის ნაწილს შეეზღუდება

Creative commons

ახალი აბონენტების ქსელზე მიერთების გამო, ხვალ, 14 დეკემბერს, საბურთალოს რაიონის ნაწილს, ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდება. 

თელასის ცნობით, 10:00-დან 16:00-მდე, შეზღუდვა შეეხება მინდელის და პოლიტკოვსკაიას ქუჩების მაცხოვრებლებს.

"კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება" - აცხადებს თელასი.

კომენტარები