სირიის კრიზისი

სირიის ქალაქი პალმირა ISIS-მა დაიბრუნა, ალეპოზე კონტროლს კი ასადის რეჟიმი ამყარებს

Reuters

სირიის ხელისუფლების ცნობით, ე.წ. ისლამურმა სახელმწიფომ ისტორიულ ქალაქ პალმირაზე კონტროლი აღადგინა.

სირიის მთავრობის განცხადებით, ისინი ყველაფერს გააკეთებენ უძველესი ქალაქიდან ტერორისტების გასაძევებლად.

პალმირას ე.წ. ისლამური სახელმწიფო 2015 წლის მაისიდან 2016 წლის მარტამდე აკონტროლებდა. მარტში ასადის რეჟიმმა ქალაქი რუსეთის ავიაციის დახმარებით დაიბრუნა.

რუსეთის ფედერაციის საბჭოში პალმირას დაკარგვას უმძიმესი დარტყმა უწოდეს.

10 თვის განმავლობაში, როდესაც პალმირას ე.წ. ისლამური სახელმწიფო აკონტროლებდა, მათ ძველი რომის ეპოქის ტრიუმფალური თაღი, სამი სვეტი, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ტაძარი და რამდენიმე ისტორიული ქანდაკება გაანადგურეს.

თუმცა, ამავდროულად, ასადის რეჟიმმა ალეპოზე კონტროლი თითქმის სრულად დაამყარა. სირიის ადამიანის უფლებათა მონიტორინგის ცენტრის ცნობით, სამთავრობო ძალები ამ ეტაპზე ქალაქის 90%-ს აკონტროლებენ.

კომენტარები