საფონდო ბირჟა

ლონდონის ბირჟაზე წინა კვირაში ყველაზე დიდი რაოდენობით TBC-ის აქციები გაიყიდა

Reuters

გასული კვირის მანძილზე თიბისი ჯგუფის აქციების დიდ რაოდენობაზე დაიდო გარიგებები, 500,000 მეტი აქცია გაიყიდა. თიბისი ჯგუფი ლონდონის საფონდო ბირჟაზე ამაწლის 11 აგვისტოს გავიდა, აქციათა პირველადი შეთავაზებიდან (IPO) თიბისის აქციების ღირებულება 38%-ით გაიზარდა. ლონდონის საფონდო ბირჟაზე რამდენიმე ქართული კომპანიის აქციები ივაჭრება. ესენია საქართველოს ბანკის ჯგუფი (BGEO),საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფი (GHG LN) და თიბისი ბანკის ჯგუფი (TBCG LN).

BGEO ჯგუფის (BGEO LN) აქციები დაიხურა 33.79 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (GBP),+9.00% წინა კვირასთან შედარებით და +16.88% გასულ თვესთან შედარებით.ვაჭრობის მოცულობამ 538 ათას აქციაზე მეტი შეადგინა, GBP 30.74 - 35.61დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში, საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 96 ათასი აქცია შეადგინა, რაც გასული თვის მონაცემზე მეტია. FTSE 250 ინდექსი,რომელშიც BGEO შედის, წინა კვირასთან მოიმატა 1.67%-ით ხოლო წინა თვესთან მოიმატა 0.76%-ით. ნავაჭრი აქციების მოცულობამ კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაციის 1.36% შეადგინა.

თიბისი ბანკის ჯგუფის (TBCG LN) აქციები დაიხურა 15.00 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში(+7.14% წინა კვირასთან შედარებით და +14.29% წინა თვესთან შედარებით).ვაჭრობის მოცულობამ 1,040 ათასს გადააჭარბა, GBP 13.93 - 15.15 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში, საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 89 ათასი აქცია შეადგინა.

საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფის (GHG LN) აქციები დაიხურა 3.75 ბრიტანულ ფუნტსტერლინგში (+1.63% წინა კვირასთან შედარებით და +5.63% წინა თვესთანშედარებით). ვაჭრობის მოცულობამ 55 ათას აქციაზე მეტი შეადგინა, GBP 3.65 - 3.80დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ10 ათასი აქცია შეადგინა. მოცემულ კვირაში ნავაჭრი აქციების მოცულობამ კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაციის 0.04% შეადგინა. საქართველოს საფონდო ბირჟაზელიბ ერთი ბანკის აქციები ივაჭრებოდა 0.017 ლარად (უცვლელი წინა კვირასთან შედარებით). შედეგად "გალტ ენდ თაგარტი"ს ინდექსი არ შეცვლილა და 908.64-ზე

კომენტარები