ტურიზმი

55 წელზე უფრო ასაკიანი ადამიანებისთვის უზბეკეთმა უვიზო რეჟიმი შემოიღო

flickr.com

საფრანგეთის, ბელგიის, აშშ-ის, პოლონეთის, უნგრეთის, პორტუგალიის, ჩეხეთის, ინდონეზიის, ჩინეთის, მალაიზიის, ვიეტნამისა და ისრაელის მოქალაქეებს, რომელთა ასაკიც 55 წელზე მეტია, უზბეკეთში შესვლა გაუმარტივდათ, რადგანაც მათთვის სავიზო რეჟიმი გაუქმდა. უზბეკეთის ახალმა პრეზიდენტმა შავკატ მირზიევმა 27 ქვეყნის მოქალაქეთათვის უვიზო რეჟიმის დაწესების ნორმას მოაწერა ხელი. 

ცვლილების შედეგად, უზბეკეთში ყოველგვარი ასაკობრივი ცენზის გარეშე უვიზოდ შესვლა შეეძლებათ ავსტრალიის, ავსტრიის, გაერთიანებული სამეფოს, გერმანიის, ესპანეთის, იტალიის, კანადის, ლუქსემბურგის, ნიდერლანდების, სამხრეთ კორეის, სინგაპურის, ფინეთის, შვეიცარიის, იაპონიისა და სხვა ქვეყნების მოქალაქეებს. ვიზიტის ხანგრძლივობის მაქსიმალური ვადა 30 დღეა.

უზბეკეთის მიერ მიღებული ცვლილებები ძალაში 2017 წლის პირველ აპრილს შედის. ტურისტებს ქვეყანაში შესასვლელად $50-ის ღირებულების გადახდა მოუწევთ.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოს მოქალაქეებს უზბეკეთში შესვლა უვიზოდ შეუძლიათ. 

უზბეკეთი მის მეზობელ თურქმენეთთან ერთად მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე დახურული რესპუბლიკაა.

კომენტარები