საბერძნეთი

საბერძნეთში დემონსტრანტები პოლიციას დაუპირისპირდნენ

AP

საბერძნეთში პოლიციამ აქციის 18 მონაწილე მას შემდეგ დააკავა, რაც მშვიდობიანი მსვლელობა ძალადობრივ დაპირისპირებაში გადაიზარდა. ათასობით ადამიანი ათენის ქუჩებში მოზარდის პატივის მისაგებად გამოვიდა, რომელიც 2008 წელს პოლიციელმა იმსხვერპლა.

მშვიდობიანი მსვლელობისას ახალგაზრდების ჯგუფმა პოლიციას ე.წ. მოლოტოვის კოქტელიები და სხვა ტიპის ასაფეთქებლები დაუშინა. პოლიციამ, თავის მხრივ, მათ დასაშლელად ცრემლსადენი გაზი გამოიყენა.

პოლიციელს, ვისი ნასროლი ტყვიაც 15 წლის მოზარდს ქუჩაში მოხვდა, 2010 წელს სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს. სასამართლო პროცესებზე ის ამტკიცებდა, რომ მოზარდების ჯგუფის გასაჩერებლად, რომლებიც მისი და მეწყვილის მიმართულებით საგნებს ისროდნენ, ჰაერში რამდენჯერმე გამაფრთხილებლად გაისროლა.

კომენტარები