საკონსტიტუციო სასამართლო

საკონსტიტუციო: სასამართლოს ავტოპარკი გადაუდებელ განახლებას საჭიროებს

საკონსტიტუციო სასამართლო
რადიო თავისუფლება

საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე ზაზა თავაძე სასამართლოს მიერ ორი ახალი ავტომობილის შეძენის მიზეზებზე საუბრობს. თავაძის თქმით, 2 ახალი ავტომობილი იმ მოსამართლეებისთვის შეიძინეს, რომელთა ავტომობილებიც "ყველაზე მეტად იყო მწყობრიდან გამოსული".

"2016 წლის ოქტომბერში, საქართველოს მთავარი პროკურატურის დადგენილების საფუძველზე, სისხლის სამართლის ერთ-ერთ საქმეზე მოხდა საკონსტიტუციო სასამართლოს მფლობელობაში არსებული ერთი ავტომობილის ექსპლუატაციიდან ამოღება. გარდა ამისა, საკონსტიტუციო სასამართლოს მფლობელობაში არსებული ავტოპარკის 90% არის მოძველებული და საჭიროებს გადაუდებელ განახლებას. შესაბამისად, არსებობდა ახალი ავტომობილების შეძენის საჭიროება. ამიტომ, სასამართლოს თავმჯდომარემ მის სარგებლობაში არსებული ორი ავტომობილიდან უარი თქვა ერთ-ერთის გამოყენებაზე, რათა დაზოგილიყო 2 ავტომობილისათვის საჭირო ხარჯები, სანაცვლოდ კი სასამართლომ შეიძინა ავტომობილები იმ მოსამართლეებისათვის, რომელთა ავტომობილებიც ყველაზე მეტად იყო გამოსული მწყობრიდან და შეკეთება უკავშირდებოდა მნიშვნელოვან ხარჯებს. შესყიდვის შედეგად 2004 წელს და 2007 წელს წარმოებული ავტომობილები ორი ახალი ავტომობილით ჩანაცვლდა", - წერია განცხადებაში.

სასამართლო ასევე განმარტავს, რომ საქართველოს კანონმდებლობა ავტომობილების ჩანაცვლებისთვის არ ითხოვს ტენდერის ჩატარებას და შესყიდვა გამარტივებული გზით განხორციელდა.

საკონსტიტუციო სასამართლოს განცხადებაში ნათქვამია, რომ ზაზა თავაძე კვლავ აპირებს "მატერიალურ-ტექნიკური ბაზის განახლებას, რათა სასამართლოს ყველა წევრს შეუქმნას მუშაობის ღირსეული პირობები".

აკონსტიტუციო სასამართლომ 139 700 ლარად ორი ახალი, Toyota Rav4 prestige რამდენიმე დღის წინ შეიძინა. ხელშეკრულების ღირებულება 139 700 ლარია.

ცნობისთვის, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში თავმჯდომარე და რამდენიმე მოსამართლე მიმდინარე წელს შეიცვალა. 2016 წლის 20 ოქტომბერს სასამართლოს თავმჯდომარედ ზაზა თავაძე აირჩიეს.

კომენტარები