მკვლელობა

ფინეთში სნაიპერმა ქალაქის მერი და ორი ჟურნალისტი მოკლა

Getty Images

ფინეთის ქალაქ იმატრაში სნაიპერმა ქალაქის მერი და ორი ჟურნალისტი მოკლა. პოლიციას იდენტიფიცირებული ჰყავს 23 წლის მამაკაცი, რომელმაც სავარაუდოდ მკვლელობა ჩაიდინა, პოლიციამ ის უკვე დააკავა. 

შემთხვევა გვიან ღამით რესტორანში მოხდა, როდესაც მერი რეპორტიორებთან მართავდა შეხვედრას. იმატრას მერი, ტინა ვილენ-იაპინნენი თავისა და სხეულის არეში მიყენებული ცეცხლსასროლი ჭრილობების შედეგად ადგილზე გარდაიცვალა, მასთან ერთად შემთხვევას ორი რეპორტიორი ემსხვერპლა.

იმატრა ფინეთ-რუსეთის საზღვართან ახლოს მდებარეობს, ქალაქში 28 ათასი მცხოვრებია.

კომენტარები