ფინანსთა სამინისტრო

სახელმწიფო ხაზინა: საჯარო უწყებებში გიორგობის პრემია არ გაიცა, რითაც 14მლნ დაიზოგა

სახელმწიფო ხაზინის ინფორმაციით, 2016 წლის ნოემბერში ხაზინის მომსახურებაზე მყოფ ყველა ბიუჯეტიდან (სახელმწიფო, ავტონომია, მუნიციპალიტეტი, სსიპ, ააიპ) დაახლოებით 100 მილიონი ლარით ნაკლები დაიხარჯა.

"საბიუჯეტო შეზღუდვის მნიშვნელოვანი წილი მოდის საჯარო მოხელეთა პრემიებზე. მათ შორის, 14 მილიონი ლარი დაიზოგა იმით, რომ არცერთ საჯარო უწყებაში ე.წ. გიორგობის პრემია არ გაცემულა" - ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც ფინანსთა სამინისტრო ავრცელებს.

კომენტარები