ყაზტრანსგაზ-თბილისი

5 დეკემბერს, მთაწმინდის რაიონის ნაწილს გაზის მიწოდება დროებით შეუწყდება

http://globe-views.com

ორშაბათს, 5 დეკემბერს, მთაწმინდის რაიონის აბონენტების ნაწილს გაზის მიწოდება დროებით შეუწყდება. ამის შესახებ ინფორმაციას ყაზტრანსგაზ-თბილისი ავრცელებს.

კერძოდ, 5 დეკემბერს, 10:00 საათიდან გაზმომარაგება შეუწყდება მთაწმინდის რაიონში, იაშვილის ქუჩა №11, №13, სულხან-საბას ქუჩა №1, №3, №7, №9-ში მცხოვრებ მოსახლეობას და კომერციულ ობიექტებს.

ყაზტრანსგაზ-თბილისის ინფორმაციით, გაზის მიწოდება აღდგება 18:00 საათიდან, ეტაპობრივად, სამუშაოების დასრულებისთანავე.

"კომპანია ბოდიშს უხდის თავის აბონენტებს დისკომფორტისთვის და მოუწოდებს მათ, არ დატოვონ უყურადღებოდ გაზის დანადგარები, ხოლო ონკანები ჰქონდეთ დაკეტილ მდგომარეობაში. მოქალაქეების მიერ უსაფრთხოების წესების შეუსრულებლობით გამოწვეულ შედეგებზე შპს "ყაზტრანსგაზ-თბილისი" პასუხისმგებელი არ არის", - აცხადებენ კომპანიაში.

კომენტარები