სოფლის მეურნეობა

საქართველოდან ევროკავშირში თაფლის ექსპორტი დაშვებულია

flickr.com

საქართველო შევიდა იმ ქვეყნების ჩამონათვალში, საიდანაც ევროკავშირში თაფლის იმპორტი დაშვებულია. სოფლის მეურნეობის მინისტრის ლევან დავითაშვილის თქმით, ევროკავშირის ეს გადაწყვეტილება სამინისტროს მიერ გატარებული ღონისძიებების შედეგია.

"ევროკავშირის მოთხოვნების შესაბამისად, მომზადდა საკანონმდებლო ცვლილებები, რომლებიც ევროპის კანონმდებლობასთან დაახლოებას გულისხმობს. კერძოდ, დამტკიცდა ვეტერინარული პრეპარატების, სხვა დამაბინძურებლებისა და ნარჩენი ნივთიერებების მონიტორინგის გეგმა. 2015 წლის 1 ივლისიდან ამოქმედდა თაფლის შესახებ ტექნიკური რეგლამენტი, რომელიც თაფლთან დაკავშირებით მოთხოვნებს ადგენს", - ამბობს ლევან დავითაშვილი.

ბიზნესოპერატორი ვალდებულია, ტექნიკური რეგლამენტით განსაზღვრული სტანდარტებით თაფლი აწარმოოს და ბაზარზეც დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად განათავსოს. შესაბამისად, თაფლის მწარმოებლებს საშუალება აქვთ, შესაბამისი სტანდარტების დაცვის შემთხვევაში საკუთარი პროდუქცია ევროპის ბაზარზე განათავსონ.

კომენტარები