განახლებულმა 50-ლარიანმა ბანკნოტმა შესაძლოა "წლის ბანკნოტის" წოდება მოიპოვოს. 50-ლარიანი სხვა ქვეყნების კიდევ 8 ბანკნოტთან ერთად, ბანკნოტების საერთაშორისო საზოგადოების (IBNS) ყოველწლიური დაჯილდოების ერთ-ერთი ნომინანტია. აღნიშნული დაჯილდოება 2005 წლიდან ყოველწლიურად ტარდება და ის ამ სფეროში ყველაზე პრესტიჟული ჯილდოა.
წლის ბანკნოტის წოდების მოპოვების ნომინანტები არიან:
განახლებული 50-ლარიანი კუპიურა

ფოტო: bloomberg.com
2016 წლის ემისიის, 50 შვეიცარიული ფრანკი

ფოტო: bloomberg.com
2016 წლის ემისიის ავსტრალიური 5 დოლარი

ფოტო: bloomberg.com
2016 წლის ემისიის 5 გირვანქა სტერლინგი

ფოტო: bloomberg.com
2016 წლის ემისიის შოტლანდიური 5 გირვანქა სტერლინგი

ფოტო: bloomberg.com
2016 წლის ემისიის 1000 მალდივური რუაფი

ფოტო: bloomberg.com





