ინფლაცია

ნოემბერში ფასების დონე 0.2%-ით გაიზარდა

საქსტატი

ნოემბერში წინა წელთან შედარებით, ქვეყანაში სამომხმარებლო ფასების დონე 0.2%-ით გაიზარდა, ამის შესახებ საქსტატის ანგარიშიდან გახდა ცნობილი. ანგარიშის მიხედვით, ფასების ყველაზე მაღალი 10%-იანი მატება თამბაქოსა და ალკოჰოლურ პროდუქტებზე ფიქსირდება, რისი მიზეზიც ამ პროდუქტებზე აქციზის ფასის მატებაა. სურსათზე კი წინა წელთან შედარებით ფასები მხოლოდ 0.1%-ითაა გაზრდილი.

ნოემბერში ფასების 10,5-პროცენტიანი მატება დაფიქსირდა ალკოჰოლური სასმელების და თამბაქოს ჯგუფზე, რაც 0,65 პროცენტული პუნქტით აისახა წლიური ინფლაციის მთლიან მაჩვენებელში. ფასები გაიზარდა როგორც თამბაქოს ნაწარმის (17,6 პროცენტი), ასევე ალკოჰოლური სასმელების (4,9 პროცენტი) ქვეჯგუფებზე;

ჯანმრთელობის დაცვა: ფასები გაიზარდა 1,5 პროცენტით, რაც წლიურ ინფლაციაზე 0,15 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები მომატებულია ამბულატორიულ სამედიცინო მომსახურებისა (5,6 პროცენტი) და საავადმყოფოების მომსახურების (1,0 პროცენტი) ქვეჯგუფებზე;

ტრანსპორტი: ჯგუფში ფასები შემცირდა 3,7 პროცენტით. შესაბამისად, ჯგუფის წვლილმა ინფლაციის მთლიან მაჩვენებელში -0,41 პროცენტული პუნქტი შეადგინა. ფასების მნიშვნელოვანი კლება დაფიქსირდა სატრანსპორტო საშუალებების შეძენაზე (-12,1 პროცენტი) და პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციაზე (-5,0 პროცენტი).

კომენტარები