ლარის გაუფასურება

ბოკერია: აბსურდი თუ არ დასრულდება, ფინანსურ აფეთქებამდე მივალთ

ყოველგვარი დრამატიზმის გარეშე მინდა გითხრათ - ექსტრემისტული, არაკომპეტენტური მთავრობის გზაზე დგახართ. როდესაც ეკონომიკური კრიზისი გამოწვეულია მთავრობის მავნებლობით, დამნაშავეების ძიება კერძო ბიზნესში, ბანკებში იწყება. თურმე, ამ ხალხმა შექმნა კრიზისი და არა მთავრობამ და ახლა ამ კუდიანებზე ნადირობა უნდა დაიწყოს, რაც კიდევ უფრო გააღრმავებს ამ ვითარებას. ეს აბსურდი სადმე უნდა დასრულდეს. წინააღმდეგ შემთხვევაში ფინანსურ აფეთქებამდე მივალთ.

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის დეპუტატი გიგა ბოკერია.

კომენტარები