ლარის გაუფასურება

ძიძიგური: აჟიოტაჟია, შარშანაც, ვინც ასე გადაახურდავა ფული, დაზარალდა შემდეგ

აჟიოტაჟი საერთოდ იქმნება, საზოგადოებაში აჟოტაჟს შეუძლია, რომ იქონიოს რაღაცა ეფექტი, რომ ადამიანები წავიდნენ და გადაახურდავონ თავიანთი ფული დოლარებში. მე გარწმუნებთ, შარშანაც იყო ასეთი აჟიოტაჟი, შარშანაც, ვინც ასე ფული გადაახურდავა, დაზარალდა შემდეგ. ამიტომ, მე მინდა ჩვენს მოქალაქეებს, ჩვენს მოსახლეობას მოვუწოდო, რომ არ აყვნენ ამ აჟიოტაჟს, თორემ, შეიძლება, ამით ფინანსური ზარალი მიიღონ.

ქართული ოცნების დეპუტატი ზვიად ძიძიგური ლარის გაუფასურებას "აჟიოტაჟს" უკავშირებს. ცნობისთვის, ბლუმბერგის სისტემაში ერთი დოლარი 2.63 ღირს, ხოლო კომერციულ ბანკებსა და ჯიხურებში 2.70-ს გადაცდა.

კომენტარები