ბიუროკრატია

მთავრობის ხელფასები პრემიერის დაანონსებული 10%-ის ნაცვლად, 3.4%-ით მცირდება

ტაბულა

ფინანსთა სამინისტრომ 2017 წლის ბიუჯეტის განახლებული პროექტი გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც მთავრობაში დასაქმებული 116 ათასი ადამიანი ხელფასის სახით, 1.39 მილიარდ ლარს მიიღებს, ეს 2016 წელთან შედარებით 3.4% ნაკლებია. ორი დღის წინ პრემიერმა განაცხადა, რომ სავალუტო კრიზისის გამო 2017 წლისთვის საბიუჯეტო ორგანიზაციების დიდ ნაწილში სახელფასო ფონდები და ადმინისტრაციული ხარჯები 10-10%-ით შემცირდებოდა.

სამინისტროებსა და სხვა საბიუჯეტო ორგანიზაციებში სახელფასო ფონდების შემცირების/ზრდის მაჩვენებლები ასე გამოიყურება:

  • მთლიანად მთავრობა - ხელფასების შემცირება 3.4%
  • ინფრასტრუქტურის სამინისტრო - ხელფასების შემცირება 5.6%
  • იუსტიციის სამინისტრო - ხელფასების შემცირება 6.7%
  • სასჯელაღსრულების სამინისტრო - ხელფასების შემცირება 2.7%
  • ფინანსთა სამინისტრო - ხელფასების შემცირება 15%
  • საგარეო საქმეთა სამინისტრო - ხელფასების ზრდა 2.8%
  • თავდაცვის სამინისტრო - ხელფასების შემცირება 6.4%
  • შსს - ხელფასების შემცირება 2.3%
  • სუსი - ხელფასების ზრდა 10%
  • სდსს - ხელფასების ზრდა 0.1%
  • განათლების სამინისტრო - ხელფასების შემცირება 6.8%
  • კულტურის სამინისტრო - ხელფასების ზრდა 5.4%
  • ეკონომიკის სამინისტრო - ხელფასების შემცირება 15.1%
  • ლტოლვილთა სამინისტრო - ხელფასების შემცირება 3.3%
  • ჯანდაცვის სამინისტრო - ხელფასების შემცირება 8.6%
  • ენერგეტიკის სამინისტრო - ხელფასების შემცურება 5.7%
  • სოფლის მეურნეობის სამინისტრო - ხელფასების ზრდა 5.9%
  • გარემოს დაცვის სამინისტრო - ხელფასების შემცირება 14%
  • სპორტის სამინისტრო - ხელფასების შემცირება 14.6%
  • პრეზიდენტის ადმინისტრაცია - ხელფასების ზრდა 17%
  • მთავრობის ადმინისტრაცია - ხელფასების შემცირება 12%
  • ცესკო - ხელფასების შემცირება 0.3%

კომენტარები