ეკონომიკური ზრდა

ოქტომბერში ეკონომიკური ზრდა 1.3% იყო

ტაბულა

საქართველოს ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი მთავრობის მიერ ბიუჯეტით დაგეგმილ 3%-ზე დაბალია. სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა ეკონომიკური ზრდის წინასწარი მონაცემები გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც ოქტომბერში საქართველოს ეკონომიკა 1.3%-ით გაიზარდა, იანვარ-ოქტომბერში კი ზრდამ 2.5% შეადგინა. 

საქსტატის ანგარიშიდან ირკვევა, რომ წელს ყველაზე აქტიური ეკონომიკური სეზონი წლის მეორე კვარტალი იყო, ამ პერიოდში ზრდა 3%-ს შეადგენდა. წლის მანძილზე ყველაზე დაბალი ეკონომიკური ზრდა კი მესამე კვარტალში იყო და მან 2.2% შეადგინა.

ბიუჯეტით წელს 3%-იანი ეკონომიკური ზრდის მიღწევაა დაგეგმილი. გასულ წელს ზრდა 2.8% იყო, 2017 წელს კი მთავრობა 4%-იანი ზრდის მიღწევას გეგმავს.

საქართველოს ეკონომიკური ზრდა 2010 წლიდან მოყოლებული საშუალოდ 6.1%-ს შეადგენდა, თუმცა, 2013 წლიდან მისი ტემპი დამუხრუჭდა და დაგეგმილი 6%-ის ნაცვლად 3.3% შეადგინა. 2014 წელს მთავრობას 5%-იანი ეკონომიკური ზრდა ჰქონდა დაგეგმილი, თუმცა, ეკონომიკური მაჩვენებლების გაუარესების გამო, მან 0.4%-ით ნაკლები შეადგინა. 2015 წელს კი, ეკონომიკური ზრდა 2.8% იყო, რაც მთავრობის გეგმას 0.8%-ით აღემატებოდა.

კომენტარები