პოლიტიკური დევნა

ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტი გიგი უგულავასა და პოლიტიკურ დევნაზე

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი

"შესაბამისი დიპლომატიური არხების მეშვეობით ვსაუბრობთ და გადავცემთ ჩვენს წუხილებს", - ასე უპასუხა სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა, ჯონ კირბიმ ტელეკომპანია რუსთავი 2-ის შეკითხვას შერჩევით სამართალთან და პოლიტიკურ დევნასთან დაკავშირებით. რუსთავი ორი დაინტერესდა, კვლავინდებურად არის თუ არა საქართველოს ხელისუფლებასთან კომუნიკაციის საგანი პოლიტიკურად მოტივირებული საქმეები, კერძოდ, გიგი უგულავას საქმე, რაზეც შეერთებულ შტატებს შეშფოთება არაერთხელ გამოუხატავს წარსულში.

"ჩვენ დიდი ყურადღებით ვადევნებთ თვალს ამ სახის მოვლენებს. ეს კვლავინდებურად ჩვენი შეშფოთების საგანია. დიპლომატიური კომუნიკაციის დეტალებში არ შევალ, მაგრამ გეტყვით, რომ ჩვენ, შესაბამისი დიპლომატიური არხების მეშვეობით ვსაუბრობთ და გადავცემთ ჩვენს წუხილებს", - თქვა სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა.

კომენტარები