თავდასხმა

თავდასხმა ოჰაიოს უნივერსიტეტში - დაჭრილია ათი ადამიანი

AP

ოჰაიოს უნივერსიტეტის კამპუსზე თავდასხმის შედეგად ათი ადამიანი დაიჭრა. სავარაუდო თავდამსხმელი ლიკვიდირებულია, კამპუსს კვლავ ამოწმებენ.

დაჭრილები საავადმყოფოში გადაიყვანეს. ამერიკული მედიის ცნობით, ერთი დაზარალებულის მდგომარეობა კრიტიკულია.

თავდამსხმა უნივერსიტეტის შენობაში ორშაბათ დილის 9 საათსა და 40 წუთზე  დაიწყო. Foxnews-ის ცნობით, თავდამსხმელები ორნი იყვნენ - ერთერთი ცეცხლსასროლი იარაღით იყო შეიარაღებული, მეორეს კი დიდი დანა ეჭირა.

თავდასხმის მოტივი ჯერჯერობით უცნობია. შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია პოლიცია და გამომძიებლები.

კომენტარები