საქართველოს პარლამენტი

ინაშვილი ტაბულას პროექტის გაყიდვაზე: ვიფიქროთ, რომ ენმ-ს რუსეთი აფინანსებს?

რუსეთს არ ჰყოლია ნაციონალურ მოძრაობაზე უფრო ერთგული თანამშრომლები, აგენტები, სწორედ ამ ხალხმა შეიტანა წვლილი იმაში, რომ წაიღეს ჩვენი მიწების 22%, ამათ გააჩუქეს ქართული მიწების 22% და დღეს სხვებზე ლაპარაკობენ, თითქოს ეს [პატრიოტთა ალიანსი] არის ჩრდილოელი მეზობლის პროექტი. აგენტები და სპეცსამსახურის თანამშრომლები მოიკითხეთ თქვენს გუნდში. მითუმეტეს, სწორედ ბოკერიას ოჯახის წევრმა, მისმა მეუღლემ მიყიდა გაზპრომის შვილობილ კომპანიას ტელეკომპანია ტაბულას ერთ-ერთი პროექტი [რესტორანი], ხომ არ უნდა ვიფიქროთ, რომ სწორედ რუსეთის სპეცსამსახურების ფულს იღებთ თქვენ და ფინანსდებით სწორედ რუსეთისგან? ამიტომ არ გვინდა იარლიყების მიკერება ერთანეთისთვის.

ფრაქცია პატრიოტების წევრი ირმა ინაშვილი პარლამენტში მიმდინარე რიგგარეშე სხდომაზე.

კომენტარები