საქართველოს პარლამენტი

მღებრიშვილი: შსს ნარკოპოლიტიკის უპირობო ლიბერალიზაციას მხარს არ უჭერს

ტაბულა

პარლამენტში, უმრავლესობასთან შეხვედრაზე შინაგან საქმეთა მინისტრობის კანდიდატმა გიორგი მღებრიშვილმა განაცხადა, რომ შსს ნარკოპოლიტიკის უპირობო ლიბერალიზაციას მხარს არ უჭერს.

მღებრიშვილის თქმით, სამინისტრო მზად არის ჩაერთოს ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციის საკითხზე დისკუსიაში, თუმცა თუ ეს განხორციელდება, ეს უნდა მოხდეს კომპლექსური ღონისძიებების ფონზე, რაც თავის მხრივ, საგანმანთლებლო პროგრამებისა და სარეაბილიტაციო პროგრამების დანერგვას გულისხმობს.

პრემიერმინისტრობის კანდიდატმა გიორგი კვირიკაშვილმა კი აღნიშნა, რომ ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციასთან დაკავშირებით არაერთგვაროვანი დამოკიდებულება არსებობს.

"ნარკოპოლიტიკის საკითხი დამატებით შიდა კონსულტაციებს საჭიროებს. საჭირო იქნება მეტი მსჯელობა პროფესიონალებისა და ექსპერტების მონაწილეობით", - თქვა კვირიკაშვილმა.

კომენტარები