ID ბარათი

წულუკიანი: მეც იგივე რელიგიას ვიზიარებ და დავიჯერე, რომ ID ბარათი საფრთხე არ არის

იუსტიციის მინისტრად რომ დავინიშნე, მე თვითონაც არ მქონდა ID ბარათი, იმიტომ, რომ მქონდა იგივე კითხვები. როდესაც ვაშაძე აკეთებდა კონტრრეკლამას და ამბობდა - "აიღეთ ID ბარათი, ეს უფრო მეტია, ვიდრე ID ბარათი და ამით შეგიძლია, ყველაფერი აკეთო ცხოვრებაში", იმიტომ, რომ ის ხელისუფლება იყო ის ხელისუფლება, ყველას გაგვიჩნდა აზრი - ხომ არ იმალებოდა რამე ადამიანის უფლებების დარღვევის გეგმა. მაგრამ მქონდა რა, უშუალო წვდომა ბაზებზე და შემეძლო, შემემოწმებინა - არის თუ არა აქ რაიმე საფრთხე, 2012 წლის ნოემბერში ავიღე ეს ბარათი. გეთანხმებით, ყველა ადამიანი არის ინდივიდუალური, მე დავიჯერე, რომ ამ ბარათში არანაირი საფრთხე ჩემი ინდივიდუალური უფლებებისთვის არ არის, მეც იგივე რელიგიას ვიზიარებ, რომელსაც თქვენ, დავიჯერე, რომ ეს ჩემთვის საფრთხის მომტანი არ იყო.

იუსტიციის მინისტრობის კანდიდატი თეა წულუკიანი პარლამენტში, პატრიოტთა ალიანსის წევრის ირმა ინაშვილის ინიციატივაზე, რომელიც ID ბარათის ალტერნატივის შემოღებას ეხებოდა.

კომენტარები